Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ათენის სასტუმრო


საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ათენის სასტუმრო "ინტერკონტინტალში" ქურდები შევიდნენ რუსეთის მედია- მაგნატის

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ათენის სასტუმრო "ინტერკონტინტალში" ქურდები შევიდნენ რუსეთის მედია- მაგნატის
ვლადიმირ გუსინსკის ბინაში სულ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ის სასამართლოში იყო რუსეთისთვის მისი გადაცემის საქმის განხილვის თაობაზე. გუსინკის ოთახიდან წაიღეს ოქროს საათი და დახლოებით 4 ათასი დოლარი ნაღდი ფული. ოთახის კარი გატეხეს მაშინ, როცა გუსინსკის მცველებთან ერთად სასტუმროს რესტორანში იმყოფებოდა. პოლიციის ცნობით, არ არის ცნობილი წაიღეს თუ არა დოკუმენტები. გუსინსკის გადაცემას რუსეთი მოიხთოვს მის მიმართ თაღლითობის და ფულის მითვისების გამო. გუსინსკი აცხადებს, რომ მის მიმართ მოსკოვის ბრალდება შეთითხნილია და პოლიტიკური სარჩული აქვს.
XS
SM
MD
LG