Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა დაგმო ისრაელის ქალაქ


შეერთებულმა შტატებმა დაგმო ისრაელის ქალაქ ჰაიფაში შაბათს განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა.

შეერთებულმა შტატებმა დაგმო ისრაელის ქალაქ ჰაიფაში შაბათს განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა.
ინციდენტი მოხდა ხაიფის ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც "იომ ქიფურის" რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ხალხით იყო სავსე. მოკლულთა შორის - თვიმკვლელი ტერორისტი ქალია. როგორც იუწყებიან, რესტორანში შესვლამდე, ტერორისტმა ქალმა კარებთან მდგომი მცველი მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით. პალესტინელთა ექსტრემისტულ დაჯგუფებათაგან ჯერჯერობით არცერთს არ აუღია თავის თავზე ამ ტერორისტული აქტისთვის პასუხისმგებლობა. პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა დაგმეს ჰაიფაში მომხდარი აქტი.
XS
SM
MD
LG