Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია მზად არის ფინანსური დახამერება


იაპონია მზად არის ფინანსური დახამერება აღმოუჩინოს ერაყის აღდგენის პროცესს

იაპონია მზად არის ფინანსური დახამერება აღმოუჩინოს ერაყის აღდგენის პროცესს
განაცხადა ამ ქვეყნის მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა შიზო აბემ. თანხის რაოდენობა, რომელსაც ტოკიო ერაყის აღორძინებისთვის გაიღებს, ნოემბერში დასახელდება, როდესაც მადრიდში დონორი ქვეყნების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. იაპონიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობით, ამ თანხის მოცულობა მომავალ წელს მილიარდნახევარი-ორი მილიარდი დოლარი იქნება, შემდგომ ოთხ წელიწადში კი ფინანსური დახმარება 5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. შიზო აბემ ასევე განაცხადა, რომ იაპონია ერაყში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნასაც გეგმავს.
XS
SM
MD
LG