ჩეჩნთში ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
ჩეჩნეთის კურჩალოის რაიონში ხუთშაბათს დილით შეტაკება მოხდა შეიარაღებულ ჩეჩენ მეამბოხეებსა და რუს სამხედრო მოსამსახურეებს შორის. ბრძოლის შედეგად ერთი რუსი სამხედრო დაიღუპა და ხუთი-დაიჭრა. თავდამსხმელთა მხრიდან მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არსებობს. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, ქალაქ გროზნოში, 16 ოქტომბერს, ნავთობგადამამაუშავებელ ქარხანასთან მდებარე ბლოკ-საგუშაგოზე მიტანილი იერიშის შედეგად არასაუწყებო დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. წინა დღით ჩეჩნეთის დედაქალაქში ერთ-ერთი რაიონის კომენდანტურის თანამშრომელი დაიღუპა და სამი დაიჭრა შეიარაღებული შეტაკების დროს.