Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ


რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ნეტარად შერაცხა დღეს კალკუტელი მონაზონი დედა ტერეზა,

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ნეტარად შერაცხა დღეს კალკუტელი მონაზონი დედა ტერეზა,
რომელმაც ავადმყოფებზე, მომაკვდავებსა და უსახლკაროებზე ზრუნვას მიუძღვნა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ინდოეთის ქალაქ კალკუტაში. ცერემონიალს წმინდა პეტრეს მოედანზე ვატიკანში ასეული ათასობით მორწმუნე დაესწრო. საზეიმო ღვთისმსახურების პირდაპირი გადაცემა მილიონობით ადამიანმა ნახა ტელევიზიით მსოფლიოს 70-ზე მეტ სახელმწიფოში. დედა ტერეზა 1997 წელს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. 1979 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში. დედა ტერეზას მიერ დაარსებული გულმოწყალების ორდენი მსოფლიოს 133 სახელმწიფოში ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.
XS
SM
MD
LG