Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს მიაჩნია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუციის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს მიაჩნია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუციის
პროექტი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არაა საკმარისად მკაცრი. პაუელმა ეს საკითხი ბრიუსელში გპანიხილა დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. "სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ირანმა, როგორც ჩანს, სწორი მიმართულება აირჩია. მაგრამ, საბოლოო დასკვნის გაკეთებამდე საერთაშორისო თანამეგობრობამ სარწმუნო ინფორმაცია უნდა მიიღოს თეირანისგან მისი ბირთვული პროგრამის მთლიანი შეწყვეტის თაობაზე", - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG