გერმანიაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მეწარმეს, რომელმაც ქვეყანაში მოქმედი კანონი დაარღვია,
როცა სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგია მიჰყიდა სადამ ჰუსეინის რეჟიმს. სასამართლომ ბერლინში ამერიკელ ბიზნესმენს, რომელიც ერაყშია დაბადებული, 4 წლისა და 9 თვის ვადით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. 1999 წელს ამ ადამიანმა ერაყში გადაგზავნა ექსპორტისათვის აკრძალული მასალა, რაც შორ რადიუსში მოქმედი ქვემეხების წარმოებაში იქნა გამოყენებული.