Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი სკეპტიკურად აფასებს პალესტინელების დაჯგუფებათა


ისრაელი სკეპტიკურად აფასებს პალესტინელების დაჯგუფებათა მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე.

ისრაელი სკეპტიკურად აფასებს პალესტინელების დაჯგუფებათა მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე.
სამღდიანი მოლაპარაკება ხუთშაბათს ქაიროში დაიწყო. მასში რამდენიმე გასამხედროებული ორგანიზაციის, მათ შორის "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისრაელის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზეევ ბოიმის სიტყვებით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების შანსი მცირეა. ქაიროში კი ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა მოჰამად ნაზალმა აღნიშნა, რომ ჰამასი ისრაელის მოქმედების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს. პალესტინელები ისრაელისაგან მოითხოვენ ექსტრემისტი ლიდერების მკვლელობებისა და პალესტინელების დასახლებებში რეიდების შეწყვეტას.
XS
SM
MD
LG