Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინების ხელისუფლების ვარაუდით, ძლიერმა მეწყერმა


ფილიპინების ხელისუფლების ვარაუდით, ძლიერმა მეწყერმა ამ ქვეყანაში 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ფილიპინების ხელისუფლების ვარაუდით, ძლიერმა მეწყერმა ამ ქვეყანაში 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ოფიციალურად დადასტურებულია 77 ადამიანის სიკვდილი, ხოლო 120-ზე მეტი ადამიანი ჯერჯერობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ მრავალი შენობა დაანგრია ან მიწის ქვეშ მოიყოლა. აი, რას ჰყვება ქალი, რომელიც დაღუპვას გადაურჩა: [ფილიპინელი ქალის ხმა]: "ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგვეძლო, ყვირილი იყო. მაგრამ საშველად არავინ მოდიოდა, რადგან ყველაფერი უკუნ სიბნელეში ხდებოდა." მეწყერი და წყალდიდობა ფილიპინებში კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG