Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხებში აშშ-ის


ერაყის ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი ჯეიმს ბეიკერი

ერაყის ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი ჯეიმს ბეიკერი
შაბათს დაიწყებს მოგზაურობას იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში, რათა ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართოს ერაყის ვალების რესტრუქტურიზების მიზნით. გასულ კვირაში ბეიკერმა ამავე მიზნით იმოგზაურა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში. დღეს მოსკოვში ვიზიტად მყოფი ერაყის ოფიციალური დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ რუსეთი მზად არის, ჩამოწეროს ერაყის რვამილიარდდოლარიანი ვალის 65 პროცენტი. დელეგაციის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, ეს წინადადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა. რუსეთის მხარეს ეს ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია. შეხვედრის მსვლელობაში პუტინმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება ოთხ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს ერაყში რუსეთის კომპანიათა ინვესტიციების მოცულობა. [ვლადიმირ პუტინის ხმა] პუტინის ხმა "რუსეთის კომპანიები მზად არიან, აქტიურად იმუშაონ ერაყში. წინასწარი შეფასებით, რუსეთის კომპანიების მხრიდან ინვესტიციების საერთო მოცულობამ უახლოეს მომავალში ოთხ მილიარდ დოლარს შეიძლება მიაღწიოს."
XS
SM
MD
LG