Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სათბობ-ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას


სათბობ-ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას, რომელსაც გუშინ, გენერალურ პროკურატურაში

სათბობ-ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას, რომელსაც გუშინ, გენერალურ პროკურატურაში
დაკითხვისას სტენოკარდიული შეტევა დაემართა, ექიმებმა მიკროინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს მირცხულავას ვექილის, ეკა ბესელიას სიტყვები იმის თაობაზე, რომ დავით მირცხულავა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ექიმები გამომძიებლებს მის დაკითხვას კატეგორიულად უკრძალავენ. ვექილის თქმით, მირცხულავას, რომელიც თბილისის კარდიოლოგიური კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში წევს, ბადრაგი იცავს. გენერალური პროკურატურა დავით მირცხულავას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG