Accessibility links

სხვადასხვა მონაცემებით, ირანის ქალაქ ბამში


სხვადასხვა მონაცემებით, ირანის ქალაქ ბამში პარასკევს მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25 ათასს უახლოვდება,

სხვადასხვა მონაცემებით, ირანის ქალაქ ბამში პარასკევს მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25 ათასს უახლოვდება,
ხოლო სულ სტიქიამ ასი ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა. სააგენტო ირნას ცნობით, დღეს მაშველებმა ნანგრევებიდან 20 ადამიანის ამოყვანა შესძლეს. ბამში ჰუმანიტარული ტვირთი და მაშველთა ბრიგადები ჩაჰყავთ თვითმფრინავებით მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ათობით ქვეყანამ ექიმები, მედიკამენტები და საჭირო აღჭურვილობა გააგზავნა ირანში. პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ ქვეყანაში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG