Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის წამყვანი რეფორმისტული პარტიის თავმჯდომარემ


ირანის წამყვანი რეფორმისტული პარტიის თავმჯდომარემ მოჰამედ რეზა ხათამიმ გაფრთხილება გამოთქვა,

ირანის წამყვანი რეფორმისტული პარტიის თავმჯდომარემ მოჰამედ რეზა ხათამიმ გაფრთხილება გამოთქვა,
რომ მომავალი თვის საპარლამენტო არჩევნების კანდიდატებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის აკრძალვის მიმართ პროტესტი გამძაფრდება, თუკი კონსერვატორები პოზიციას არ შეიცვლიან. ირანის ზოგიერთმა მინისტრმა განაცხადა, რომ გადადგება, თუკი ისლამისტი კონსერვატორებისგან შემდგარი გუშაგთა საბჭო არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას.
გუშაგთა საბჭომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ირანის ისლამისტური თანამშრომლობის ფრონტის ლიდერის ამ განაცხადისას პარამენტის წევრები განაგრძობდნენ თავიანთ მჯდომარე გაფიცვას პარლამენტში - მეჯლისში. ირანის ისლამისტურმა "გუშაგთა საბჭომ" დაახლოებით 3000 კანდიდატს აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა. მათგან 80 პარლამენტის წევრია.
XS
SM
MD
LG