Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ აშშ-თან


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან მიაღწია შეთანხმებას ლიბიის ბირთვული ობიექტების ინსპექციის საკითხში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან მიაღწია შეთანხმებას ლიბიის ბირთვული ობიექტების ინსპექციის საკითხში.
სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ელ-ბარადეი დღეს ვენაში შეხვდა შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯონ ბოლტონს და დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელს უილიამ ერმანს. შეხვედრის შემდეგ ელ ბარადეიმ განაცხადა: [მოჰამედ ელ-ბარადეის ხმა] "ჩემი აზრით, შეთანხმება ყველაფერს მოიცავს, რაც საჭიროა. სააგენტოს როლი უკიდურესად მკაფიოა და არ საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას. ლიბიელებთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ჩვენი პროგრამის ნაწილი შეიკვეცება. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გვჭირდება ამერიკელებისა და ბრიტანელების ტექნიკური მხარდაჭერა, და ჩვენი შეხვედრის მიზანი ამ მიმართულებით მხარეთა მოქმედების ურთიერთშეთანხმება იყო." ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სურს, ლიბიაში თავისი მისიისთვის საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს. ამ მისიის ამოქმედება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ლიბიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უარს ამბობს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე.
XS
SM
MD
LG