Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასამდე რუსულენოვანმა სკოლის მოსწავლემ მიიღო


ათასამდე რუსულენოვანმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა დღეს ლატვიის

ათასამდე რუსულენოვანმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა დღეს ლატვიის
დედაქალაქში მოწყობილ საპროტესტო მსვლელობაში. აქციის მიზეზი გახლდათ ლატვიის პარლამენტის მიერ იმ კანონპროექტის მეორე წაკითხვით მიღება, რომელიც ავალდებულებს ლატვიის ყველა სახელმწიფო სკოლას პროგრამის ნახევარზე მეტი ლატვიურ ენაზე ასწავლონ ბავშვებს. ლატვიაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტს შეადგენს, კანონპროექტს დისკრიმინაციულად მიიჩნევს. ლატვიის მთავრობა აცხადებს, რომ ლატვიურ ენაზე სავალდებულო სწავლება მხოლოდ დაეხმარება ქვეყნის ეროვნულ უმცირესობებს უფრო კონკურენტუნარიანნი გახდნენ ლატვიის სამუშაო ბაზარზე.
XS
SM
MD
LG