Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას კვლავ მაღალი შეფასება მისცა ლორდ ჰატონის მოხსენებას, რომელმაც მთლიანად გაამართლა მთავრობა ე.წ. "ერაყის დოსიეს" საკითხში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას კვლავ მაღალი შეფასება მისცა ლორდ ჰატონის მოხსენებას, რომელმაც მთლიანად გაამართლა მთავრობა ე.წ. "ერაყის დოსიეს" საკითხში.
გუშინ ბლერმა გამოაცხადა, რომ დაიწყო დამოუკიდებელი გამოძიება, რათა შემოწმდეს სპეცსამსახურების ინფორმაციის სისწორე სადამ ჰუსეინის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობის შესახებ. [ბლერის ხმა] "თავისთავად მოხსენება, რომელშიც ნათლად და დაწვრილებით არის გაანალიზებული ყველა მონაცემი, საუკეთესო საბუთია მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებებისგან თავის დასაცავად. ამ ბრალდებებით გამოდიან იგივე ადამიანები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლორდ ჰატონს მიუკერძოებლობისა და სიბრძნის ეტალონს უწოდებდნენ". ყოფილმა სამხედრო ექსპერტმა ბრაიან ჯონსმა განაცხადა დღეს, რომ მთავობამ უყურადღებოდ დატოვა გაფთრხილებები ერაყის შეიარაღების შესახებ მონაცემების შემოწმების აუცილებლობის თაობაზე.
XS
SM
MD
LG