Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ


მაკედონიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მაშველებმა

მაკედონიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მაშველებმა
კატასტროფის ადგილას, ბოსნიის მთიან მხარეში აღმოაჩინეს მაკედონიის პრეზიდენტ ბორის ტრაიკოვსკისა და კიდევ რვა დაღუპულის ცხედარი. 47 წლის ტრაიკოვსკი გუშინ ბოსნიის ქალაქ მოსტარში კონფერენციაზე მიემგზავრებოდა, როცა მისი მცირე ზომის თვითმფრინავი ნისლში გაუჩინარდა. პარასკევს დილით მაკედონიაში ჩავიდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა. კონსტიტუციის შესაბამისად, მაკედონიის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პარლამენტის თავმჯდომარე ლიუბჩო იორდანოვსკი დაასახელა. საპრეზიდენტო არჩევნები მაკედონიაში მომდევნო ორმოც დღეში გაიმართება.
XS
SM
MD
LG