Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ფალუჯაში ამერიკელ ჯარისკაცებსა


ერაყის ქალაქ ფალუჯაში ამერიკელ ჯარისკაცებსა და ერაყელ მეამბოხეებს შორის შეტაკება მოხდა.

ერაყის ქალაქ ფალუჯაში ამერიკელ ჯარისკაცებსა და ერაყელ მეამბოხეებს შორის შეტაკება მოხდა.
ფალუჯის საავადმყოფოს წარმომადგენლის ინფორმაციით, დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ტელეოპერატორი. ის, ცნობების თანახმად, უცხოური საინფორმაციო საშუალების თანამშრომელი იყო. დღეს ასევე შეტაკებების შესახებ იუწყებოდნენ ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულიდან. ამ ინფორმაციით, ერაყელი პოლიციელი დაიჭრა პოლიციის განყოფილებაზე უცნობი პირების თავდასხმისას. ამასობაში, არჩევნების საკითხში გაეროს ექსპერტები ჩავიდნენ ერაყში მომავალი წლის იანვრის ბოლოსათვის დაგეგმილი საყოველთაო არჩევნების მზადებაში დასახმარებლად. მათვე ევალებათ, რჩევა მისცენ გარდამავალი პერიოდის მთავრობას, რომელიც 3 თვეში ჩაიბარებს ძალაუფლებას.
XS
SM
MD
LG