Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა


მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა და რუსეთის პრეზიდენტმა

მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა და რუსეთის პრეზიდენტმა
ვლადიმირ პუტინმა განიხილეს ჩრდილოატლანტიკური კავშირის გაფართოებისა და ტერორიზმთან გლობალური ბრძოლის საკითხები. მოლაპარაკების დასაწყისში პუტინმა განაცხადა, რომ ნატოში შვიდი ახალი წევრის (მათ შორის, ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს) მიღება ხელს ვერ შეუწყობს მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებას. თავის მხრივ, პუტინთან და რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი ივანოვთან შეხვედრის შემდეგ, სხეფერმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობით დაინტერესებული უნდა იყოს ორივე მხარე - როგორც ნატო, ისე რუსეთი. [იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] "გაფართოებულ ნატოს არა აქვს არავითარი მოტივი ან გეგმა, რომელიც რუსეთის ინტერესებს დაუპირისპირდებოდა." სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ნატოსთან თანამშრომლობისთვის "რეალური" საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ასეთი საფრთხის მაგალითად თავდაცვის მინისტრმა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება დაასახელა.
XS
SM
MD
LG