Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამთავრობო


ავღანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა დაიკავეს პროვინცია ფარიაბის დედაქალაქი მაიმანა. მინისტრის

ავღანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა დაიკავეს პროვინცია ფარიაბის დედაქალაქი მაიმანა. მინისტრის


პრესმდივნის გენერალ ზაჰირ აზიმის განცხადებით, მაიმანას ავღანეთის ნაციონალური არმიის წევრები აკონტროლებენ და ქალაქის გარეუბნებისკენ მიიწევენ. სამთავრობო ჯარების გარდა, ქალაქში ნაციონალური პოლიციის ასობით ოფიცერია გადასროლილი.
ეთნიკური უზბეკების საველე მეთაურის აბდულ რაშიდ დოსთუმის დაქვემდეაბრებულმა შეიარაღებულმა ძალებმა ფარიაბის დედაქალაქი ოთხშაბათს დაიკავეს. აზიმი ამბობს, რომ დოსთუმის დაჯგუფება პოზიციებს თმობს და უკან იხევს.
დოსთუმის ძალებს გაქცეული პროვინციის გუბერნატორის ენაიათულა ენაიათის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია
XS
SM
MD
LG