რომელზეც კონფლიქტში მონაწილე მხარეები აფხაზეთში უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შექმნის პერსპექტივებს განიხილავენ. უკვე ცნობილია დელეგაციის ხელმძღვანელთა ვინაობა: ქართულ დელეგაციას სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა უხელმძღვანელებს, აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელი კი სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა იქნება. რას წერს ამ შეხვედრის პერსპექტივებზე აფხაზური პრესა?
სოხუმის ხელისუფლების ელექტრონული გამოცემის "აბხაზია-ინფოს" ცნობით, ჟენევის შეხვედრაზე განხილული იქნება ჟენევის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტისა და რუსეთის სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შექმნას ითვალისწინებს. დოკუმენტი გაეროს თხოვნით შეიქმნა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს სოხუმის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებებს, საეჭვოა, ამჯერადაც კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ. ელექტრონული გამოცემა "აბხაზია" აქვეყნებს სოხუმის ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, ქართული მხარის მიერ გალის რაიონში ორი აფხაზი სამხედროს დატყვევებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია:
აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ ქართული მხარის მსგავსი მოქმედებები კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტის მოგვარების პროცესს და რეგიონში ვითარების ესკალაციას იწვევს. აფხაზურ მხარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველო ტერორიზმის ბუდეა. საქართველოს ახალი ხელისუფლება მხოლოდ სიტყვით ებრძვის უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო ახლახან დასავლეთ საქარველოში ჩატარებულ სპეცოპერაციას ფარსად აფასებს, რადგან სპეცოპერაციისას დაკავებულთა უდიდესი ნაწილი დღეს თავისუფალია. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო მიმართავს გაეროს მეთვალყურეთა მისიას საქართველოში, რათა მან კიდევ ერთხელ დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება, ხელი აიღოს ტერორისტების მხარდაჭერაზე და ყველა ღონე იხმაროს მძევლად აყვანილი აფხაზი სამხედროების გათავისუფლებისთვის.
ამ დღეებში, ელექტრონული გამოცემა "აბხაზია-ნაროდის" ცნობით, აფხაზეთის უხუცესებმა და მოძრაობამ "აფხაზეთის დედები მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისთვის" სოხუმის ხელისუფლების პრემიერს სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრების თხოვნით მიმართეს. გამოცემა წერს:
ეს თხოვნა მოჰყვა აფხაზეთის ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტს, რომელიც იუწყებოდა, რომ აფხაზეთის მოქალაქეთა ჯგუფი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ბაკურიანში გაემგზავრა, სადაც მათ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე და პრემიერ-მინისტრი ჟვანია შეხვდნენ.
"აფხაზეთის საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ მაშინ, როცა საქართველო და აფხაზეთი არ დაზავებულან, როცა ჯერ კიდევ არსებობს ომის განახლების საშიშროება, აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ჯგუფი დაპირისპირებულ მხარეს ხვდება," - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორები სასწრაფოდ მოითხოვენ ხელისუფლების რეაგირებას ამ ფაქტზე.
როგორც ჩანს, აფხაზეთის მედიისთვის მძიმე პერიოდი დადგა. ამას ადასტურებს სოხუმის ხელისუფლებისადმი მიმართული რამდენიმე ელექტრონული გამოცემის ღია წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმის ხელისუფლების საიტის შექმნისა და პრეზენტაციის შემდეგ სხვა საიტებს საქმიანობისას პრობლემები შეექმნათ. კერძოდ:
ბოლო 4 წლის მანძილზე ჩვენი ელექტრონული გამოცემები ინფორმაციას ავრცელებდნენ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რითაც ცდილობდნენ აფხაზეთის ირგვლივ შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმი გაერღვიათ. ჩვენდა გასაკვირად, დღეს ჩვენ ინფორმაციულ ვაკუუმში გვამყოფებს თავად ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებითაც, ამიერიდან სამთავრობო სააგენტო "აფსნი-პრესის" გამოცემების მისაღებად ჩვენ თურმე საზღაური უნდა გავიღოთ. არადა, ჩვენ ვფიქრობდით და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მისი პროდუქცია რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს.