Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სენატმა


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სენატმა დღეს ავტონომიის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ბათუმში კომენდანტის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სენატმა დღეს ავტონომიის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ბათუმში კომენდანტის
საათი შემოიღო.
სენატმა ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის პარასკევის დადგენილების საპასუხოდ მიიღო, რომლითაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიმართა აჭარაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს არ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის საწინააღმდეგო ქმედებებში და არ დაემორჩილონ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ბრძანებებს.
ამასთან, საქართველოს პარლამენტმა მიმართა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მთავრობას უზრუნველყონ ქვეყნის ერთიანი კონსტიტუციური სივრცის ხელშეუხებლობა, აჭარის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობა, ადამიანის უფლებათა დარღვევის აღკვეთა.
როგორც დღეს ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, კონსტიტუციით საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს.
XS
SM
MD
LG