Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუციის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუციის
მიღებისკენ მოუწოდა. [კოლინ პაუელის ხმა] "იმისთვის, რათა გაფართოვდეს იმ ქვეყნების სია, რომლებიც ერაყში თავის ჯარებს გაგზავნიდა ან ამ ქვეყანას სხვა სახის დახმარებას აღმოუჩენდა, მეტად დროული და საჭირო იქნებოდა გაეროს ახალი რეზოლუცია; განსაკუთრებით ახლა, როცა ახლოვდება ერაყელთათვის ქვეყნის მმართველობის გადაცემის თარიღი." სიაში, რომელიც კოლინ პაუელმა ახსენა, საქართველოც არის. დღეს, რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტთან საუბარში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი ერაყში კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს მიავლენს. [ნიკოლოზ ლალიაშვილის ხმა] "გადავწყვიტეთ, ვიყოთ გლობალური უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი გარანტიც; ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი პარტნიორების საიმედო დასაყრდენი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გავზარდოთ ჩვენი კონტინგენტი ერაყში მიმდინარე ოპერაციაში."
XS
SM
MD
LG