Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ქურეიმ დღეს


პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ქურეიმ დღეს განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ 2005 წელს

პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ქურეიმ დღეს განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ 2005 წელს


პალესტინის სახლემწიფო შეიქმნას. მისი თქმით, სამშვიდობო პროცესზე შესათანხმებლად ჯერაც დიდი დროა. თუმცა აუცილებელია, ამ პროცესში ახალი დაბრკოლებები აღარ წარმოიქმნას.
2005 წელი პალესტინის სახელმწიფოს ფორმირებისთვის რეალისტურ თარიღად მიიჩნია პალესტინელების ლიდერმა იასირ არაფატმაც.

გუშინ კი ეგვიპტურ გაზეთ "ალ -აჰრამისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ "საგზაო რუქა" ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმად რჩება, თუმცა სულ უფრო მცირდება იმის შესაძლებლობა, რომ პალესტინის სახელმწიფო 2005 წელს ჩამოყალიბდეს. თავისი ეჭვის ძირითად გარემოებად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რეგიონში მზარდი ძალადობა დაასახელა.
XS
SM
MD
LG