დღეს ისრაელმა ღაზის სექტორის რაფაჰის დევნილთა ბანაკიდან ნაწილობრივ გამოიყვანა თავისი სამხედრო ნაწილები. რაფაჰის
ექვსდღიანი ოკუპაციის განმავლობაში ისრაელის ჯარებმა 42 პალესტინელი მოკლეს და ასობით საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს. აღნიშნულმა ქმედებებმა საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი გაღიზიანება გამოიწივია.
ისრაელმა თავისი სისასტიკე ეგვიპტიდან ღაზის სექტორში კონტრაბანდული იარაღის გამტარი გვირაბების განადგურების მოტივაციით ახსნა.
დღეს პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი რამალაში ეგვიპტის უშიშროების სამსახურის უფროსს, გენერალ ომარ სულეიმანს ხვდება. შეხვედრის ძირითადი თემა, გავცელებული ინფორმაციით, სწორედ ისრაელის ჯარების მიერ რაფაჰში განხორციელებული რეიდი და მისი გამომწვევი მიზეზები იქნება.