დღეს ყაზახეთის დედაქაქლაქ ასტანაში, ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრაზე,
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებამდე, მოსკოვმა გააფრთხილა ვაშინგტონი იმის თაობაზე, რომ სადამ ჰუსეინი ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა შეერთებული შტატების წინააღმდეგ."2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებამდე რუსეთის სპეცსამსახურებმა არაერთხელ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადამის რეჟიმის ოფიციალური ორგანოები ამზადებენ ტერორისტულ თავდასხმას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთაც ამერიკის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე."ასეთი იყო ვლადიმირ პუტინის განცხადება. თუმცა, მან აღნიშნა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურს არ ჰქონდა ინფორმაცია სადამის უშუალო მონაწილეობის შესახებ ამ ტერორისტული აქტის განხორციელების საქმეში. პუტინმა აღნიშნა, რომ მთლიანობაში, მოსკოვი კვლავაც უარყოფითად აფასებს შეერთებული შტატების საომარ მოქმედებებს ერაყში.