Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მოსკოვის სასამართლომ არ მიიღო


დღეს მოსკოვის სასამართლომ არ მიიღო რუსეთის ნავთობკომპანია იუკოსის მოთხოვნა,

დღეს მოსკოვის სასამართლომ არ მიიღო რუსეთის ნავთობკომპანია იუკოსის მოთხოვნა,
გადაედოთ საქმის მოსმენა გადასახადების გადაუხდელობის თაობაზე. იუკოსმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გადაიხადოს კომპენსაციის სახით, რამაც ის შესაძლოა, გაკოტრებამდე მიიყვანოს. იუკოსმა ორჯერ მოითხოვა დღევანდელი მოსმენის გადადება, მაგრამ სასამართლომ ორივე მოთხოვნაზე უარი თქვა. რუსეთის ნავთობკომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი და იუკოსის აქციების მფლობელი, კიდევ ერთი ცნობილი ბიზნესმენი, პლატონ ლებედევი სასამართლოს წინაშე წარდგებიან მომავალ კვირას, ოთხშაბათს, - გადასახადების გადაუხდელობისა და თაღლითობის ბრალდებით. ხოდორკოვსკის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ბრალდებას პოლირიკური სარჩული აქვს და ბიზნესმენის დევნის ნამდვილი მიზეზი მის მიერ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაა.
XS
SM
MD
LG