Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ძალაში დატოვა


მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ნავთობკომპანია

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ნავთობკომპანია
"იუკოსის" ქონების დაპატიმრების შესახებ. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს მოთხოვნასთან "იუკოსის" მიმართ - გადახდილ იქნას დავალიანებები, რომელთა საერთო ოდენობა 6 მილიარდ 800 მილიონი დოლარია. რუსეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრომ თავიდან იუკოსს 3 მილიარდ 400 მილიონი დოლარის დავალიანების დაფარვა მოსთხოვა, მაგრამ მოგვიანებით ეს თანხა გაორმაგდა 2001 წელს ჩადენილი საფინანსო დარღვევების გამო. "იუკოსის" აქციების ფასი დღეს დილით თითქმის 20 პროცენტით დაეცა. კომპანიის დამაარსებელი და ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი პატიმრობაშია და შესაძლოა, მას თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯოს გადასახადების გადაუხდელობისთვის.
XS
SM
MD
LG