Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაკავებული


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
ანატოლი კვაშნინი. მის ადგილზე პრეზიდენტმა გენერალ-პოლკოვნიკი იური ბალუევსკი დანიშნა. აი, რა განაცხადა ამ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა: [სერგეი ივანოვის ხმა] "ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა განვითარების რთული ეტაპი განვლო და ახლა იგი უწინდელზე უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება. გენერალურმა შტაბმა, ჩემი აზრით და უმაღლესი მთავარსარდლის აზრით, ყურადღება უნდა გადაიტანოს შეიარაღებული ძალების განვითარების პერსპექტივებზე, უნდა იფიქროს მომავლის მებრძოლებზე." კვაშნინის გარდა, პუტინმა დაითხოვა შინაგანი ჯარის მთავარსარდალი ვიაჩესლავ ტიხომიროვი, ჩრდილოეთ კავკასიაში განთავსებული ჯარების სარდალი მიხაილ ლაბუნეცი და უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილე ანატოლი ეჟკოვი. თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ბელოუსოვი.
XS
SM
MD
LG