Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოფზე აცრები უფასოა, - აცხადებს


ცოფზე აცრები უფასოა, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი.

ცოფზე აცრები უფასოა, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი.
მან თხოვნით მიმართა მოსახლეობას, რომ ძაღლის ან სხვა ცხოველების დაკბენის შემთხვევაში აუცილებლად მიაკითხონ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას და სასწრაფოდ ჩაიტარონ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მისი თქმით, აცრის დაგვიანების შემთხვევაში მედიცინა უძლურია ცოფის ვირუსის წინააღმდეგ. როგორც პრაიმ-ნიუსს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, მიმდინარე წელს ცოფით ინფიცირების 7 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან არც ერთმა პიროვნებამ არ მიმართა დროულად ექიმს, რის გამოც, ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, შვიდივე შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
XS
SM
MD
LG