Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ისლამურმა ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია


ერაყში ისლამურმა ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძევლად აიყვანა ოთხი იორდანიელი.

ერაყში ისლამურმა ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძევლად აიყვანა ოთხი იორდანიელი.
გამტაცებლების მიზანია იორდანიის მთავრობაზე ზეწოლა, რათა მან შეწყვიტოს ერაყში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების კოალიციის მხარდაჭერა. ეს შეტყობინება ვიდეოფირზეა ჩაწერილი და ის დღეს აჩვენეს დუბაის ტელეარხით. ამასობაში, გამტაცებლები, რომელთა ხელშიცაა 7 უცხოელი მძღოლი (სამი კენიელი, სამი ინდოელი და ერთი ეგვიპტელი) პარასკევს ერთი მათგანის მოკვლით დაიმუქრნენ, თუ არ შეასრულებენ მათს მოთხოვნებს. გამტაცებლები მათი მძევლების კომპანიებისაგან ერაყიდან წასვლას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG