Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში, კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლი


ცხინვალში, კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლი კომისიის სხდომაზე ხელი მოეწერა ოქმს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ცხინვალში, კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლი კომისიის სხდომაზე ხელი მოეწერა ოქმს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
ცხინვალში, კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლი კომისიის სხდომაზე ხელი მოეწერა ოქმს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონფლიქტის ზონას ორი კვირის განმავლობაში დატოვებენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები. თუმცა კვირა ღამეს ცხინვალის რაიონში კვლავ გრძელდებოდა ორმხრივი სროლა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, ცეცხლი გაუხსნეს მის ავტოკოლონას, რასაც მინისტრის ბრძანებით საპასუხო სროლა მოჰყვა. იტყობინებიან, რომ ორმხრივ სროლაში არიან დაჭრილები ორივე მხარეზე. სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, დღესვე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა კონფლიქტის ზონაში არ შეუშვა საქართველოში აკრედიტებული 9 ქვეყნის კონსული, რომლებიც კვირას ცხინვალის რეგიონში გაემგზავრნენ სიტუაციის ადგილზე გაცნობისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.
XS
SM
MD
LG