Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის ადმინისტრაცია მიესალმება საქართველოს


თეთრი სახლის ადმინისტრაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატიცას ცხინვალის რეგიონის

თეთრი სახლის ადმინისტრაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატიცას ცხინვალის რეგიონის
კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ. "აშშ მიესალმება ამ ნაბიჯს და მხარეებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას დაძაბულობის მოხსნისა და პოლიტიკური პროცესის განვითარების მიზნით", განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ ადამ ერელიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, ვაშშინგტონი შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების გამო და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებთან, აგრეთვე, ეუთოსთან კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მიზნით. "საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი თბილისში კონსულტაციებს მართავს საქართველოს მთავრობის წევრებთან და ეუთოს წარმომადგენლებთან", განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
XS
SM
MD
LG