Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ჯენინის


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ჯენინის რაიონში, ისრაელის სამხედროებმა დაჯგუფება "ჰამასის" ხუთი მეომარი დააპატიმრეს.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ჯენინის რაიონში, ისრაელის სამხედროებმა დაჯგუფება "ჰამასის" ხუთი მეომარი დააპატიმრეს.
დასავლეთი ნაპირის კიდევ ერთ ქალაქში, ნაბლუსში, პალესტინელებმა ქვები დაუშინეს ისრაელის სამხედროებს, რომლებიც ანტიტერორისტულ რეიდს ატარებდნენ. სამხედროებმა საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს. დაჭრილია ათი ადამიანი. რეიდის დროს აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებელი იატაკქვეშა ლაბორატორია. ეს უკვე მერვე აღმოჩენაა ერთი კვირის განმავლობაში, იტყობინება ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა.
XS
SM
MD
LG