Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ა.წ. 19 სექტემბერს გერმანიის ფედერალურ მხარეებში ბრანდენბურგსა და საქსონიაში რეგიონალური


გიორგი მაისურაძე, ბერლინი ა.წ. 19 სექტემბერს გერმანიის ფედერალურ მხარეებში ბრანდენბურგსა და საქსონიაში რეგიონალური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

არჩევნების შედეგმა გერმანიის პოლიტიკური წრეების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია, რადგანაც ორივეგან ხუთპროცენტიანი ზღვარი ნეოფაშისტური ორიენტაციის პარტიებმა გადალახეს. ამის შესახებ მოგითხრობთ ჩვენი ბერლინელი კორესპონდენტი.

იოჰანეს ფონ შტრიცკი:
1.საქსონიაში უკვე დიდი ხანია მემარჯვენე ექსტრემისტული პოტენციალი ვითარდება, რაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომლითაც მათ მოსახლეობა რეგულარული პარტიული პოლიტიკის წინააღმდეგ განაწყვეს. გარდა ამისა, ასეთ შედეგებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ამჟამად მიმდინარე სოციალური სისტემის რეფორმამ და მის წინააღმდეგ მიმართულმა პროტესტებმაც იქონია.
2.ეს, ერთი მხრივ, პროტესტია დიდი პარტიების: სოციალ-დემოკრატებისა და ქრისტიან-დემოკრატების წინააღმდეგ. მეორე მხრივ კი აქ ნოსტალგიური ელემენტის დანახვაც შეიძლება:“ადრე უკეთ ვცხოვრობდით, ვიდრე დღეს“...ასეთი განწყობა კი მოსახლეობას ავტომატურად დემოკრატიული სოციალიზმის პარტიასთან აახლოებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG