ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მომხდარი აფეთქებებისა და თავდასხმების შედეგად
შაბათს სულ ცოტა 43 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. ბოლო შემთხვევისას თავდამსხმელებმა ცეცხლის გაუხსნეს ასამის შტატის სავაჭრო ცენტრში მყოფ ადამიანებს და 11 მათგანი შეიწირეს. მანამდე კი ნაგალანდსა და ასამში რამდენიმე წუთში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიღუპა 30 ადამიანი, დაშავდა ასამდე პირი. პოლიციის ცნობით, ორი აფეთქება მოხდა დიმაპურში, ნაგალანდის სავაჭრო ცენტრში. მესამე აფეთქება ნაგალნდის მეზობელ შტატ ასამში მოხდა. იქ ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა. ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლად ჯერ არავის დაუსახელებია თავი. ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში 50-მდე შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს. მათი მრავალგვარი მოთხოვნა აქვთ – დაწყებული დამოუკიდებლობიდან, დამთავრებული ფულის გამოძალვით. 2 ოქტომბერს ინდოეთში ეროვნული დღესასწაული იყო – ინდოელები მაჰათმა განდის დაბადებიდან 135 წლის თავს აღნიშნავდნენ.