Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილები – 9


ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილები – 9 პირი თავიანთი დაკავების უკანონობის მოტივით ჩივიან.

ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილები – 9 პირი თავიანთი დაკავების უკანონობის მოტივით ჩივიან.
ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ადვოკატები ლორდთა პალატის იურიდიულ კომიტეტს უცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დაკავება დაუდგენელი ბრალდების საფუძველზე მოხდა, რაც შეუსაბამობაშია ბირტანეთის დემოკრატიის პრინციპებთან. ადვოკატი ბენ ემერსონი აცხადებს, რომ მიუღებელია იმ ადამიანების ციხეში ყოფნა, რომლებიც პოტენციურად შეიძლება უდანაშაულოები აღმოჩნდნენ. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო რეგულაცია, რომლის თანახმადაც ბრიტანელ სამართალდამცავებს შეუძლიათ ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხოელების დაკავება.
XS
SM
MD
LG