Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დაძაბულობა გრძელდება. დღეს ბაღდადში


ერაყში დაძაბულობა გრძელდება. დღეს ბაღდადში ე.წ. "მწვანე ზონის"

ერაყში დაძაბულობა გრძელდება. დღეს ბაღდადში ე.წ. "მწვანე ზონის"
მისადგომებთან მანქანაში დამონაჟებული ბომბი აფეთქდა. დაიღუპა სულ ცოტა – 8 ერაყელი, დაიჭრა მრავალი ადამიანი. მეორე აფეთქება მოხდა ბაღდადის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე – საადუნის ქუჩაზე მოხდა და მინიმუმ 2 ადამიანი იმსხვერპლა. მოსულშიც აფეთქდა მანქანაში დამონტაჟებული ბომბი, ამჯერად სკოლის ახლოს. ამერიკელ სამხედროთა ცნობით, დაიღუპა ორი ადამიანი. ორშაბათს ერაყში გაათავისუფლეს ორი ინდონეზიელი მძევალი ქალი. გამტაცებლებმა ისინი ბაღდადში არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩოს გადასცეს. ერაყის ისლამურმა არმიამ გასულ კვირაში გაავრცელა ცნობა, რომ მათ გაიტაცეს ორი ინდონეზიელი ქალი, ექვსი ერაყელი და ორი ლიბანელი მამაკაცი. ინდონეზიელი ქალები, როგორც მოგახსენეთ, გაათავისუფლეს, დანარჩენი 8 მძევლის ბედი ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG