Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო დღეების მანძილზე ცხინვალის კონფლიქტის


ბოლო დღეების მანძილზე ცხინვალის კონფლიქტის ზონაში გახშირებული სროლის გამო პროტესტის ნიშნად,

ბოლო დღეების მანძილზე ცხინვალის კონფლიქტის ზონაში გახშირებული სროლის გამო პროტესტის ნიშნად,
დღეს დილიდან დიდი ლიახვის ხეობის ქართულმა მოსახლეობამ ცხინვალი-ჯავის საავტომობილო მაგისტრალის ქურთა -თამარაშენის მონაკვეთი გადაკეტა. პარალელურად, გამწვავდა ვითარება ფრონეს ხეობაშიც მას შემდეგ, რაც გუშინ სოფელ ნულის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამების ველზე ოსმა შეიარაღებულმა ფორმიანმა პირებმა ქართული მოსახლეობისთვის მოსავლის წართმევა სცადეს. ოსურმა მხარემ რამდენჯერმე გახსნა ცეცხლი ტყვიამფრქვევიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ქართული სოფლების ნულისა და ავნევის მიმართულებით. ამ ფაქტის გამო ნულში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ვითარების დაძაბვის შემდეგ ოსურმა მხარემ სამების ველის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი შეიარაღებული ძალები შეიყვანა.
XS
SM
MD
LG