Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ცენტრში უკრაინის ოპოზიციური მოძრაობის


კიევის ცენტრში უკრაინის ოპოზიციური მოძრაობის წევრებმა გამართეს მრავალათასიანი მიტინგი,

კიევის ცენტრში უკრაინის ოპოზიციური მოძრაობის წევრებმა გამართეს მრავალათასიანი მიტინგი,
რომელშიც მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტობის კანდიდატმა და ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ იუშჩენკომ. მიტინგზე გამოსვლისას, იუშჩენკომ განაცხადა, რომ "საბოლოო გამარჯვებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა". საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 21 ნოემბერს, იუშჩენკოს მეტოქეა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველი ტურის შემდეგ იანუკოვიჩი უმნიშვნელო სხვაობით უსწრებს იუშჩენკოს, თუმცა საბოლოო შედეგები კომისიას ჯერ არ გამოუქვეყნებია. დღევანდელი აქციის მონაწილეები სწორედ ამ შედეგების გამოქვეყნებას მოითხოვდნენ. მიტინგის ორგანიზატორთა მტკიცებით, მასში მონაწილეობა მიიღო ასი ათასმა ადამიანმა, თუმცა, როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, მომიტინგეთა რაოდენობა ათი ათასს არ აღემატებოდა.
XS
SM
MD
LG