Accessibility links

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდი


რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდი და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდი და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
არაოფიციალური ექსიტ-პოლების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ადრიან ნასტასე ლიდერობს, საპარლამენტო არჩევნებში კი მისივე, ანუ სახელისუფლებო, ექს-კომუნისტური სოციალ-დემოკრატიული პარტია. ნასტასემ ხმების 41 პროცენტი მიიღო, მისმა უახლოესმა მეტოქემ – ბუქარესტის მერმა ტრაიან ბასესკუმ კი 35 პროცენტი. ბასესკუ მემარჯვენე-ცენტრისტულ "სამართლისა და ჭეშმარიტების ალიანსს" უდგას სათავეში. რაც შეეხება რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შედეგებს საპარლამენტო არჩევნებში, მას ამომრჩეველთა ხმების 39 პროცენტი ერგო. რუმინეთის არჩევნების ოფიციალური შედეგები ხვალამდე უცნობი იქნება. რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 12 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG