Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში, შიიტთა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი


ბაღდადში, შიიტთა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ლიდერის,

ბაღდადში, შიიტთა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ლიდერის,
აბდელ აზიზ ჰაკიმის ოფისთან, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. დაიღუპა 13 ადამიანი, დაშავდა - 50-ზე მეტი. თვითონ ჰაკიმი, მიღებული ცნობების თანახმად, არ დაშავებულა. ჰაკიმმა, რომელიც სათავეში უდგას პოლიტიკურ პარტიას სახელწოდებით "ერაყის ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭო", განაცხადა "ერაყის ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭო", განაცხადა, რომ აფეთქება მის მოსაკლავად იყო გამიზნული. აფეთქების მოწყობაში ჰაკიმმა მაჰმადიანი სუნიტი მეამბოხეები დაადანაშაულა, თუმცა დასძინა, რომ მისი პარტია არ გადაუხვევს არაძალადობრივი პოლიტიკის გზიდან. გუშინ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით "ანსარ სუნას არმია" გამოაქვეყნა მოსულში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გასულ კვირაში მოწყობილი თავდასხმის ვიდეოჩანაწერი. ბომბის აფეთქების შედეგად სამშაბათს 18 ამერიკელი და ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა. ვიდეოჩანაწერზე ასახულია არა მხოლოდ უშუალოდ აფეთქების მომენტი, არამედ თვითმკვლელი მოიერიშეც, რომელიც დავალებაზე მიემართება.
XS
SM
MD
LG