ბეჭდური მედია წარმოადგენს. რატომ მაინცდამაინც ბეჭდური მედია? ამის ახსნას ექსპერტის მახვილგონივრულობა არ სჭირდება. უსახსრობის გამო, გაზეთის მკითხველთა რიცხვმა საქართველოში უკანასკნელ წლებში კატასტროფულად იკლო. შესაბამისად, ქართული ტელესივრცე მოქმედი ხელისუფლების ინტერესის საგნად და პროპაგანდის იარაღად იქცა. და მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციის ტალღამ ბეჭდურ მედიასაც საგრძნობლად ავნო, მაინც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პრესა უფრო თავისუფალია, ვიდრე ტელევიზია. ეს უკანასკნელი გარემოება რომ არა, გაზეთი “რეზონანსი” აღმოსავლეთ ევროპის 2004 წლის საუკეთესო გაზეთის ტიტულს ვერ მოიპოვებდა.
ებელინ და გერდ ბუცერიუსის სახელობის გერმანული საზოგადოებისა და ნორვეგიულ ფონდ ” სიტყვის თავისუფლების” მიერ მომზადებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომპეტენტურმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ აღმოსავლეთ ევროპის მედიის საუკეთესო საშუალებები ხუთ ნომინაციაში გამოავლინა. აღმოსავლეთ ევროპის 2004 წლის საუკეთესო გაზეთად “რეზონანსი” დასახელდა. “რეზონანსის” გარდა, გამარჯვებულები აღმოჩნდნენ მოსკოველი ჟურნალისტი სემიონ ნოვოპროდსკი, ვიტებსკის კურიერი, მოსკოვის “ნოვოე ვრემია” და ჩეჩნური საზოგადოება” ნარზანიდან”. გაზეთ “რეზონანსს” კონსკურსზე რეკომენდაცია საქართველოში გერმანიის საელჩომ, უშუალოდ ელჩმა და ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გაუწიეს. თავად რეზონანსელებმა ამ წარმატების შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს. ეს მათთვის, გარკვეულწილად, მაინც სიურპრიზი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტ ელისო ჩაფიძის საგამოძიებო პუბლიკაციები გასულ წელსაც ჩართეს კონკურსში.
[ელისო ჩაფიძის ხმა]” რამდენადაც მე ვარ საქმის კურსში, ჰელსინკის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიიჩნია, რომ ჩვენ აქტიურად ვაშუქებდით ადამიანის უფლებების დარღვევებს, დარღვევის ფაქტებს საქართველოში, ჩვენ არ ვიყავით ანგაჟირებული და, ასე რომ ვთქვათ, ზედმეტად დაახლოებული საქართველოს ხელისუფლებასთან. შევძელით რევოლუციური ეიფორიიდან გამოსვლა.”
და ობიექტური პოზიციის შენარჩუნება, - ამბობს ელისო ჩაფიძე და ასახელებს იმ კონკრეტულ პუბლიკაციებს, რომლითაც ჟიურიმ, სავარაუდოდ, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა:
[ელისო ჩაფიძის ხმა]” მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ცოტა გაზეთმა გამოაქვეყნა ზოგადად ისეთი დაწვრილებითი ფაქტები, როგორიც იყო ჩვენთან, მაგალითად, სულხან მოლაშვილის წამებასთან დაკავშირებით. მე მახსენდება ასევე ჟურნალისტური გამოძიება ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც გამოვაქვეყნეთ მიმდინარე წლის განმავლობაში.”
აღსანიშნავია ასევე პუბლიკაცია, სახელწოდებით “კომუნისტური რევანში”, რომელიც, გადამუშავებული სახით, გაზეთმა მიმდინარე წელს განმეორებით დაბეჭდა.
ბუცერიუსის ფონდის ნომინანტობის პირველი პრეცედენტი საქართველოში შედგა გასულ წელს, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გაზეთად გაზეთი” 24 საათი” დასახელდა. როგორც ამ გაზეთის მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი შენიშნავს, თუ ქართულ ბეჭდურ მედიაში დღესდღეობით ვინმე მართლაც იმსახურებდა ამ პრესტიჟულ ჯილდოს, ეს, პირველ რიგში, “რეზონანსია”:
[მამუკა ფაჩუაშვილის ხმა]”ძალიან პრესტიჟულია და მრავლისმთქმელი ეს გაზეთისთვის. და, გარდა ამისა, დიდ შესაძლებლობებს ხსნის მომავლისთვის, გაზეთის განვითარების თავლსაზრისით. ოჯახივითაა, რა, ეს ფონდი და გაზეთები ერთმანეთს ეხმარებიან, წამყვანი გაზეთები ევროპის. უფრო ადვილია გაზეთის განვითარებისათვის გრანტის აღება და ასე შემდეგ. ფონდი დაგიდგება, თუ, ვთქვათ, რაიმე სერიოზულ პროექტს ახორციელებ, თავდებში, მოგცემს რეკომენდაციას და ასე შემდეგ.”(სტილი დაცულია)
ბუცერიუსის ფონდის მიერ საუკეთესო გაზეთისათვის გადაცემული ფულადი ჯილდოს ოდენობა გასულ წელს 40 000 ევროს შეადგენდა. ჯილდოების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი წელს, სავარაუდოდ, ივნისში გაიმართება ოსლოში.