Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის


საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებების განსაახლებლად

საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებების განსაახლებლად
ოთხშაბათს თბილისს რუსეთის ფედერაციის მორიგი დელეგაცია ეწვევა. დელეგაციას რუსეთის საგარეო უწყების საგანგებო დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი უხელმძღვანელებს, ქართულ მხარეს კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მერაბ ანთაძე. ამასთან, დელეგაციასთან ერთად თბილისში რუსეთ-საქართველოს შორის გასაფორმებელ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე მომუშავე კომისიის წევრები ჩამოვლენ. ორდღიან მოლაპარაკებებზე, რომელიც 14 და 15 აპრილს გაიმართება, მხარეები ჩარჩო-ხელშეკრულების საკითხებსა და ბათუმსა და ახალქალაქიდან რუსეთის ბაზების გაყვანის ვადებს განიხილავენ. სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებები გასულ კვირას რუს ექსპერტებთან გაიმართა, რომელიც კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა. პარლამენტის დადგენილების მიხედვით მოლაპარაკებებზე შეთანხმება 15 მაისამდე უნდა მოხერხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2006 წლის 1 იანვრიდან სამხედრო ბაზები უკანონოდ გამოცხადდება და ქართული მხარე მათ მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს.
XS
SM
MD
LG