Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი ინდოეთს


პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი ინდოეთს ეწვია - პირველად 2001 წლის შემდეგ.

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი ინდოეთს ეწვია - პირველად 2001 წლის შემდეგ.
ორ ქვეყანას შორის რამდენიმე საკითხში, მათ შორის ქაშმირის რეგიონის გარშემო უთანხმოების გამო ურთიერთობა დაძაბულია. მუშარაფი დღეს ჩრდილოდასავლეთ ინდოეთში მდებარე ჯაიპურში ჩაფრინდა და დელიში გამგზავრებამდე მოინახულა მე-12 საუკუნის მუსლიმანი მოღვაწის სახელთან დაკავშირებული წმინდა ადგილი. როგორც მუშარაფმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ის ინდოეთში "მშვიდობისა და ერთობის მესიჯით ჩავიდა". მანვე გამოთქვა იმედი, რომ ორი ქვეყანა შეძლებს უთანხმოების მოგვარებას სხვადასხვა საკითხში, მათ შორის ქაშმირის გარშემო დავაში, რომელიც რამდენიმე ათწლეულია გრძელდება. დღესვე, მოგვიანებით, მუშარაფი დაესწრო მიღებას, რომელიც მის პატივსაცემად გამართა ინდოეთის პერმიერ-მინისტრმა მანმოჰან სინხმა. კვირას მუშარაფი დაესწრება კრიკეტის მატჩს პაკისტანისა და ინდოეთის გუნდებს შორის.
XS
SM
MD
LG