საქართველოს ხელისუფლება მზად არის თბილისი-სოჭის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენასთან დაკავშირებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩაებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებამდე, საბაჟო კონტროლის გარდა, ბევრი სხვა პრობლემაც უნდა მოგვარდეს. საგანგებო აქცენტი ამ მხრივ კვლავაც გალელი დევნილების უსაფრთხოებაზე კეთდება.
საკითხისადმი საქართველოს ხელისუფლების მიდგომა დღეს თბილისში გამართული დსთ-ის წევრი ქვეყნების რკინიგზათა ხელმძღვანელების საბჭოს სხდომაზე გამოიკვეთა. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, სომხეთის რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარემ არარატ ხრიმიანმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ქვეყანა მზად არის გაიღოს ფული სოჭი-თბილისის სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის, რადგან სომხეთი დაინტერესებულია რკინიგზის მუშაობის აღდგენით.
"ამ სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის, სავარაუდოდ, 100 მილიონი ამერიკული დოლარია საჭირო" – აცხადებდა გენადი ფადეევი თბილისში დღეს, როდესაც ის ჯერ კიდევ “რუსეთის რკინიგზის” ხელმძღვანელი იყო. დღის ბოლოს კი, გავრცელდა ცნობა, რომ კომპანია "რუსეთის რკინიგზის" ხელმძღვანელად ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ იაკუნინი დაინიშნა. კომპანიის ექს-ხელმძღვანელი – გენადი ფადეევი კი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ გადაიყვანეს. ამ მოულოდნელ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.