Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სახალხო დამცველთან რელიგიათა საბჭო


საქართველოში სახალხო დამცველთან რელიგიათა საბჭო შეიქმნა,

საქართველოში სახალხო დამცველთან რელიგიათა საბჭო შეიქმნა,
რომელშიც საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური გაერთიანება მონაწილეობს. საბჭოს დამფუძნებელი სხდომა ხუთშაბათს გაიმართა სახალხო დამცევლის ოფისში. სხდომას სახალხო დამცველი სოზარ სუბარი უძღვებოდა. საინფორმაციო სააგენტო, პრაიმ-ნიუსის ცნობით, სხდომაზე საბჭო მიესალმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას სახელმწიფო აღმშენებლობისა და განვითარების სფეროში რელიგიების კოორდინირებული მოქმედების შესახებ, გამოითქვა იმედი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. ხუთშაბათსვე საბჭოს მდივნად ელენე ნოდია აირჩიეს.
XS
SM
MD
LG