Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიიდან დღეს კიდევ ერთი პოლონელი


ბელორუსიიდან დღეს კიდევ ერთი პოლონელი დიპლომატი იქნა გაძევებული.

ბელორუსიიდან დღეს კიდევ ერთი პოლონელი დიპლომატი იქნა გაძევებული.
როგორც ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, პოლონელმა დიპლომატმა ანდჟეი ოლბორსკიმ ათ დღეში უნდა დატოვოს ბელორუსია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს საპასუხო ნაბიჯია იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათს პოლონეთიდან ბელორუსი დიპლომატი იქნა გაძევებული. დიპლომატიური უთანხმოება ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მისი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა პოლონეთი.
XS
SM
MD
LG