Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში რუსი სამხედრო დამკვირვებლის დაკავების


გორში რუსი სამხედრო დამკვირვებლის დაკავების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაუკავშირდა.

გორში რუსი სამხედრო დამკვირვებლის დაკავების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გელა ბეჟუაშვილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაუკავშირდა.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო, იტარ-ტასი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ლავროვმა ბეჟუაშვილს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.
ცოტა უფრო ადრე, ამ საკითხის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი რუსეთში, ირაკლი ჩუბინიშვილი, მიიღეს. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სამხედრო დამკვირვებელი, რუსეთის შეიარაღებული ძალების პოდპოლკოვნიკი, რომან ბოიკო შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა პარასკევს, გორში დააკავეს. საქართველოს მხარე ბოიკოს დაპატიმრების მიზეზებზე ჯერ არ საუბრობს. რუსეთის განცხადებით, თბილისი მას ტერორიზმში მონაწილეობაში სდებს ბრალს. სააგენტო პრაიმ-ნიუსს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის, ვლადიმერ ჯუღელის სიტყვები მოჰყავს, რომელიც ამბობს, რომ ბოიკოს დაკავებას სერიოზული მიზეზები გააჩნია – და ეს მიზეზები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG