რა აწუხებთ რუსთავში მცხოვრებ ადამიანებს? ამის გასაგებად არაბულების ოჯახს ვესტუმრე.
ქალბატონ მანანას, რომელიც შვილთან - 21 წლის თემურთან - ერთად მეგობრობის გამზირზე, ეგრეთ წოდებულ „ხრუშჩოვკის ტიპის“ ბინაში ცხოვრობს, საღამოხანს ვესტუმრე. მასპინძლისგან შევიტყვე, რომ რუსთავში ჩამოსვლამდე გარდაბნის რაიონში, სოფელ ნაგებში, უცხოვრია, ხოლო ქალაქში წამოსვლა მას შემდეგ გადაუწყვეტია, რაც უმუშევრად დარჩენილა. ქალბატონმა მანანამ ნაგების მეცხოველეობის მეურნეობაში ჯერ ბუღალტრის, შემდეგ კი ეკონომისტის თანამდებობაზე 18 წელი იმუშავა.
[ქალბატონ მანანას ხმა] „ეკონომისტი ვარ სპეციალობით. დღეის მდგომარეობით, არ ვმუშაობ. 18 წლის სტაჟი მაქვს. გარდაბანშიც აღარ მქონდა შემოსავლის წყარო და ამიტომ გადავწყვიტე წამოსვლა, მაგრამ აქაც უშედეგოდ.“(სტილი დაცულია)
ქალბატონ მანანას მოსწონს, რომ ქვეყანაში ბევრი კარგი რამ კეთდება, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ამით მისი ოჯახის მდგომარეობა არ უმჯობესდება:
[ქალბატონ მანანას ხმა] „მე მარჩენენ ნათესავები. წასულები არიან. ზოგი ამერიკაშია, ზოგი - საბერძნეთში... სხვა წყარო მე არ გამაჩნია. 21 წლის არის ჩემი შვილი. ისიც უმუშევარია. სწავლობდა, მაგრამ უსახსრობის გამო გამოვიყვანე სასწავლებლიდან.“
უნდა ითქვას, რომ, ჩემი მასპინძლის მსგავსად, უმუშევრობას უჩივის რუსთაველების დიდი ნაწილი. ქაბატონი ციცინო თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა მეტალურგიულ კომბინატში.
[ქალბატონ ციცინოს ხმა] „მეტალურგიული კომბინატი რამდენჯერ გაიყიდა, რამდენჯერ უნდა ამუშავებულიყო, მაგრამ არ ამუშავდა. რატომ? იქნებ სააკაშვილს აქვს პასუხი. ამდენი ვალი რომ აქვს ქარხანას ხალხის და ეს ხალხი მშიერ-მწყურვალი რომაა, არ ეკუთვნის ეს თანხა? ანაბრები არ დააბრუნეს, ჩვენ არ გვეხებაო, მაგრამ ხელფასები ხომ მაინც ეხება ამ მთავრობას.“
უმუშევრობის გარდა, რუსთაველების ყოფას გაუსაძლისს ხდის სასმელი წყლის დეფიციტი, საავტომობილო გზების სავალალო მდგომარეობა და სხვადასხვა დონის სახელმწიფო მოხელეთა გულგრილობა. ქალბატონი ნუნუ ახალ რუსთავში, მეოცე მიკრორაიონში, ცხოვრობს.
[ქალბატონ ნუნუს ხმა] „მე-20 მიკრორაიონში, 13 ნომერი ბინის წინ, მოდის წყალი რამდენი ხანია. ხომ უნდა ეშველოს ამას რამე? მთელი ქუჩა ჩარეცხა. ერთხელ დავრეკეთ, ორჯერ დავრეკეთ... ვინ მოდის, არავინ!“
რუსთაველები გულგრილობის გამო პრეზიდენტსაც საყვედურობენ.
[ქალბატონის ხმა] „ეტყობა, მის რუკაზე რუსთავი არ არის აღნიშნული. არ უნდა ამდენ გაჭირვებულ ადამიანს შეხვდეს და იმიტომ არ ჩამოდის. არადა, ავუხსნიდით, რაშია საქმე და რა ხდება.“
ამ ქალბატონისგან განსხვავებით, მანანა არაბულს არა აქვს იმედი, რომ პრეზიდენტის ერთი სტუმრობით ქალაქში მდგომარეობა გამოსწორდება. 45 წლის ქალბატონი საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობს:
[ქალბატონ მანანას ხმა] „მინდა, რომ დავსაქმდე ჩემი სპეციალობით, მაგრამ ეს მიუღწეველია აქ. ამიტომ იძულებული ვარ მეც წავიდე აქედან. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ.“
ასე მარტო ქალბატონი მანანა როდი ფიქრობს. რუსთაველთა განწყობაზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემები. გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულს ქალაქში 160 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსთავის მოსახლეობა 50 ათასით შემცირდა.